შესანიშნავი 4WD ტექნოლოგია
S-AWC ნებისმიერ საგზაო სიტუაციაში სრულ კონტროლს უზრუნველყოფს. ეს მუდმივი 4 წამყვანი თვლის სისტემა თითოეულ ბორბალზე ელექტრონულად არეგულირებს მამოძრავებელ და სამუხრუჭე ძალას აჩქარების, მოხვევის ან დამუხრუჭებისას. შედეგად, უმჯობესდება მართვის შესაძლებლობები და იზრდება სტაბილურობა ნებისმიერ პირობებში.მგრეხი მომენტის სიგრძივი განაწილება
S-AWC-ის ეს ნაწილი არეგულირებს მგრეხი მომენტის განაწილებას წინა და უკანა ბორბალს შორის, აძლიერებს საბურავების ხახუნის ძალას მეტი მოჭიდებისათვის და უკეთ მოსახვევად.მეტი თავდაჯერებულობა ნებისმიერ გზაზე
4 წამყვანთვლიან (4WD) OUTLANDER-ს 6 სხვადასხვა რეჟიმი აქვს, ხოლო 2 წამყვანთვლიან (2WD) მოდელს – 5. ყოველი მათგანი შექმნილია კონკრეტული საგზაო სიტუაციისთვის. უბრალოდ დაატრიალეთ ელექტრონული ბერკეტი მანამ, სანამ მულტი-საინფორმაციო დისპლეიზე სასურველი რეჟიმი არ გაჩნდება. სრულად ახალი შასი გამოიყენეთ სვლის სხვადასხვა რეჟიმი ნებისმიერ საგზაო პირობებში, ტარების ნებისმიერი სტილისათვის.უკეთესი მართვა და მეტი კომფორტი
დაღმართზე სვლის კონტროლი–კიდევ უფრო მეტი სიმშვიდე დაღმართში სვლისას დაღმართში სვლის კონტროლის ფუნქცია, ავტომატურად ააქტიურებს მუხრუჭებს და ინარჩუნებს სიჩქარეს დაღმართში მოძრაობისას. ეს ნიშნავს, რომ შეგიძლიათ მეტად კონცენტრირდეთ საჭეზე და არ იფიქროთ დამუხრუჭებაზე. უახლეს Mitsubishi Outlander-ს დაკიდების გაუმჯობესებული სისტემა აქვს. ალუმინის მაღალი სიმტკიცის საბრუნი მუშტები წინა და უკანა მხარეებზე და საჭესამართის ალუმინის საკიდარი მართვის გაუმჯობესებულ შესაძლებლობებსა და მეტ კომფორტს უზრუნველყოფს.უახლესი Outlander–ის ექსტერიერი
უახლეს Outlander-ს გამორჩეული დიზაინი და დინამიკური ყველგანმავალი კორპუსი აქვს, რაც მას გამორჩეულს ხდის.
ატარე ყველაზე თავდაჯერებულად
2023 წლის Outlander-ის წინა ნაწილი აღჭურვილია Dynamic Shield-ით. Mitsubishi-ის მოდელების უმრავლესობისათვის დამახასიათებელი ეს ფუნქცია ქმნის სტრუქტურას, რომელიც პასუხისმგებელია დაცვასა და უსაფრთხოებაზე.
ძლიერი, მასიური პროპორციები
უახლეს Outlander-ს სკულპტურული გვერდები, გამოკვეთილი ბორბლის თაღები და მასიური ფრთები აქვს. გაშლილი უკანა დგარი კი თვითმფრინავის კუდის ფარფლს წააგავს.
სიმყარისა და თავდაჯერებულობის შეგრძნება
სწრაფად შეამჩნევთ სახურავის მძლავრ ჰორიზონტალურ ხაზს და სკულპტურულ ექვსკუთხა ფორმას, რომელიც Mitsubishi Pajero-ს შთაგონებით არის შექმნილი.წინ უფრო ნათელი ხედია
მძლავრი LED ფარები გზის კიდევ უფრო დიდ ნაწილს ანათებს, ისე, რომ შემხვედრი მანქანების მძღოლებს თვალს არ ჭრის. დღისით მოძრაობის ფარები კი მაღლაა განლაგებული, რაც უახლეს Outlander-ს უფრო მკვეთრ იერს სძენს და მეტად შესამჩნევს ხდის საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებისა და ფეხით მოსიარულეებისთვის.მეტად შესამჩნევია უკნიდან
უკანა გაბარიტულ ფარებს ჰორიზონტალური დახრა აქვს T-ს ფორმის დაბოლოებით, რაც უფრო მკაფიოდ წარმოაჩენს თქვენი ავტომობილის სიგანეს უკანმომავალი მძღოლებისათვის. ორივე, წინა და უკანა ფარები შუქდიოდურია, შესაბამისად, ტრადიციულ ფარებთან შედარებით მეტი ნათება აქვს და ნაკლებ ადგილს იკავებს.20-დუიმიანი ბორბლები
დახვეწილობის დამატებითი შტრიხი
უახლეს Outlander-ი ხელმისაწვდომია 20-დუიმიანი შენადნობის დისკებით, რომლებსაც მექანიკურად დამუშავებული ზედაპირი აქვს და ავტომობილს დამატებით მოხდენილობას სძენს.უახლესი Outlander-ის ინტერიერი
უახლესი Outlander-ის პრემიუმ დონის სალონი უზრუნველყოფს გასაოცარ კომფორტს – საოცრად ჩუმია, გამოირჩევა მინიმალური ვიბრაციითა და მინიმალური გზიდან შემომავალი ხმაურით – ამიტომ გრძელი მოგზაურობებიც კი სასიამოვნო და ნაკლებად სტრესულია.
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება უფრო მაღალ კლასში.
მარტივად დასანახი მართვის ელემენტები
ინსტრუმენტების ჰორიზონტალური პანელი
იაპონური ოსტატობა
იაპონური სიტყვა „ომოტენაში“ მაქსიმალურ სტუმართმოყვარეობას ნიშნავს. სწორედ ესაა სალონის დიზაინისადმი მიდგომის მთელი საფუძველიც. ინტერიერის მასალები, მაგალითად, ღია ნაცრისფერი ნახევრად ანილინის ტყავი რბილი და ძვირფასია – ამიერიდან ავტომობილი არა მხოლოდ გადაადგილების საშუალება, არამედ იდეალური სივრცეა განმარტოებისთვის.
პანორამული ელექტროსახურავი
სალონი სავსეა სინათლით
ფართო პანორამული სახურავიდან სალონში მზის სინათლე იღვრება, რაც სივრცეს მეტად ღიას ხდის. ეს ასევე ნიშნავს, რომ გზაზე ყოფნისას მგზავრები მეტ კავშირს გრძნობენ გარესამყაროსთან.
პერსონალიზებული კომფორტი ყველასთვის
3-ზონიანი კლიმატკონტროლი
BOSE® პრემიუმ საუნდსისტემა–მდიდარი სტერეოჟღერადობა
უახლესი Outlander-ი აღჭურვილია Bose®-ის პრემიუმ საუნდსისტემით, რომელიც 10 დინამიკს აერთიანებს, მათ შორის – საშუალო სიხშირის დინამიკებსა და ორმაგ ულტრადაბალსიხშირიან დინამიკს. შეგიძლიათ ისიამოვნოთ მაღალი ხარისხის ჟღერადობით, მკაფიო ვოკალითა და დინამიკური ბასებით.
ფართო სატვირთო სივრცე-იდეალურია მთელი ოჯახის ბარგისთვის
გადმოკეცეთ მესამე რიგის უკანა სავარძლები და დაინახავთ 33.5 კუბური ფუტის მოცულობის უზარმაზარ სივრცეს. ეს საკმარისია 3 ჩემოდნისა და 4 გოლფის ჩანთისათვის. საბარგულის კარი უფრო ფართოდ იღება, რომ ბარგი კიდევ უფრო მარტივად მოათავსოთ.
*გაზომილია SAE სტანდარტის მიხედვით.
სალონის პრემიუმ შტრიხები
უდიდესი ყურადღება უმცირესი დეტალებისადმი
კიდევ უფრო კომფორტული გარემოს შესაქმნელად ჩვენ სკურპულოზურად გავთვალეთ ყოველი დეტალი. ზედაპირები, რომლებსაც ყოველდღიურად ეხებით საოცრად რბილია და შესრულებულია კონტრასტული ნაკერით. აქვე იპოვით უამრავ პრაქტიკულ დეტალს, მაგალითად სათავსო ჯიბეებს, მათ შორის წინა სავარძლის საზურგეზე.
უახლესი Outlander-ის ტექნოლოგია
მეტი კონტროლი თქვენს სამსახურში
მოწინავე ტექნოლოგია უკავშირდება გარესამყაროს და უახლესი Outlander-ის მართვას უფრო მარტივსა და სასიამოვნოს ხდის.9-დუიმიანი დისპლეი – სმარტფონთან ინტეგრაციის ფუნქციით
დარჩით ხაზზე თქვენს სმარტფონთან
ახალ Outlander-ს აქვს 9-დუიმიანი დისპლეი* ინტუიციური თაჩსქრინით. ეს არის ჰაბი: მულტი-წრიული მონიტორის, ნავიგაციის სისტემის, მგზავრობის სტატუსისა და ნებისმიერი აუდიო საჭიროებისათვის. ასევე, საშუალებას გაძლევთ დაუკავშიროთ თქვენი სმარტფონი** ავტომობილს და გამოიყენოთ საყვარელი აპლიკაციები ჰენდს-ფრი ხმოვანი მითითებებით.
** ხელმისაწვდომია Apple Car play, Android Audio
საბარგულის კარის მართვის დისტანციური პულტი
ჰენდს-ფრი წვდომა სატვირთო სივრცეზე
Outlander-ის საბარგულის კარი შეგიძლიათ 5 წამში გახსნათ ან დაკეტოთ დისტანციური მართვის საშუალებით – უბრალოდ დადგით ფეხი უკანა ბამპერის ქვეშ. ეს ფუნქცია განსაკუთრებით მოსახერხებელია, როცა ხელები დაკავებული გაქვთ. ასევე შეგიძლიათ დააპროგრამოთ გახსნის პოზიცია, რათა კარი თქვენი ფარეხისთვის ზედმეტად მაღლა არ გაიხსნას.
სმარტფონის უსადენო დამტენი-
სმარტფონის კომფორტულად დასატენად
ცენტრალური კონსოლის უჯრაში განთავსებულია უსადენო დამტენი. უბრალოდ მოათავსეთ სმარტფონი და მომენტალურად დაიწყება დატენვა. ეს Qi-სტანდარტის დამტენი თავსებადია მრავალ მოწყობილობასთან.