Mitsubishi Motors Georgia
 



დაგვიკავშირდით:
თბილისი (+99 5 32) 527-527



საგარანტიო პირობები
 


დილერი გარანტიას იძლევა ავტომობილის შეუფერხებელ მუშაობაზე მათთვის განსაზღვრული საგარანტიო ვადის განმავლობაში და ვალდებულებას იღებს ნებისმიერი საწარმოო დეფექტის აღმოფხვრაზე ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე საგარანტოი ვადის პერიოდში. საგარანტიო ვალდებულებები არ ვრცელდება ბუნებრივი ცვეთით გამოწვეულ დეფექტებზე, არასწორი ექსპლუატაციით ან სერვისით, აგრეთვე ავტომობილის კონსტრუქციაში MITSUBISHI-სთან შეუთანხმებელი ცვლილებების შეტანით გამოწვეულ დაზიანებებზე.

საგარანტიო ვადა

MITSUBISHI-ის ავტომობილებზე დადგენილია შემდეგი საგარანტიო ვადები:
საგარანტიო ვადის ათვლა იწყება ავტომობილის კლიენტისათვის გადაცემის მომენტიდან (მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება), რომელიც ფიქსირდება სერვის წიგნაკში და მოწმდება დილერის ბეჭდით. გარდა ამისა სერვის წიგნაკი უნდა შეიცავდეს სადილერო ცენტრის ბეჭდით დამოწმებულ აღნიშვნას გაყიდვის წინა მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარების შესახებ. ამ მონაცემების გარეშე, ისევე როგორც სერვის წიგნაკის გარეშე, პრეტენზიები გარანტიაზე არ მიიღება და არ განიხილება.

MITSUBISHI-ის ავტომობილებზე საგარანტიო ვადა განისაზღვრება 3 (სამი) წელი ან 100 000კმ გარბენით (რომელიც პირველი შესრულდება).


სამუშაოთა ნუსხა, რომლებზეც გარანტია არ ვრცელდება:

• დიაგნოსტირებასთან დაკავშირებული ყველა სამუშაო;
• საბურავების შესაბამისობა და დამონტაჟების კუთხის რეგულირება, საბურავების ბალანსირებასთან დაკავშირებული სამუშაოები;
• საწვავის დანახარჯის დადგენა;
• ძრავის მუშაობის რეგულირება-კორექტირება;
• კარებისა და ლუქის სახურავების სტანდარტული მდებარეობის შესწორება-რეგულირება, მათ მთელ პერიმეტრზე
დაშორებების შემცირება სალონში ხმაურის შეძლებისდაგვარად აღკვეთის მიზნით;
• ფარების განათების კუთხეების რეგულირება;
• საწვავის ავზის, მილგაყვანილობის, საწვავის ტუმბოს, მფრქვევანების და საწვავის სისტემის სხვა ნაწილების გაწმენდა.


MITSUBISHI-ის ავტომობილების სათადარიგო ნაწილების ნუსხა, რომლებზეც გარანტია არ ვრცელდება:

1. ანთების სანთლები და მფრქვევანები;
2. გახურების სანთელი;
3. ელექტრო სენსორები;
4. მცველები და რელეები;
5. სამუხრუჭო ხუნდები და დისკები;
6. გადაბმულობის ამყოლი და მიმყოლი დისკები (ფრიქციონები) მიმწოლი მუფტით;
7. ზეთის, ჰაერის, სალონის და საწვავის ფილტრები;
8. ძრავის ღვედები და მათი რგოლები დამჭიმებით;
9. ჩობალები და შუასადებები;
10. მილისები და საყრდენი რეზინები;
11. საბურავები;
12. მინის მწმენდები ამძრავი მექანიზმით;
13. ანთების საკონტაქტო ერთეულები, ნათურები;
14. აკუმულატორი;
15. ამორტიზატორები;
16. ავტომობილის შუშები, სარკეები;
17. სალონის ჩიხოლები და გადასაკრავები,
18. საქარე მინის და ფარების მისასხმელის სითხე;
19. სამუხრუჭო და საჭის ჰიდროგამაძლიერებლის სითხე;
20. კონდენციონერის მაგრილებელი ელემენტი (ფრეონი);
 
 



   
Untitled Document
© იბერია ავტო ლენდი 2017 მიცუბიშის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში გთავაზობთ მიცუბიშის მარკის ავტომობილებს რომელიც გამოირჩევა საიმედოობით და მაღალი ხარისხით. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელეფონზე: +995 32 527-527